მიუწვდომელ ადგილებამდე მანძილების გაზომვა
суббота, 9 марта 2013 г.
пятница, 8 марта 2013 г.
პროექტი-სინუსების თეორემა
- პროექტის სახელწოდება: ,, მიუწვდომელ ადგილებამდე მანძილების გაზომვა“
- პროექტის იდეა: მოსწავლეებმა შეძლონ მიუწვდომელ ადგილებამდე მანძილების გაზომვა
- პროექტის აქტუალობა: ადამიანებს არ შეუძლიათ მაღალი შენობების, ეკლესია-მონასტრების, მთების სიმაღლის დადგენა, მდინარეების, ტბების, ჭაობების სიგანის დადგენა
- პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ მათემატიკის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკულად რეალიზება
- მონაწილეთა ასაკი: 14-16 წელი, IX-X კლასები
- ხანგრძლივობა; 1 კვირა
- მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ ნებისმიერი მიუწვდომელი მანძილების გაზომვას, მათემატიკური დიდი საზომი ხელსაწყოების ხმარებას, მათემატიკური გამოთვლების წარმოებას, ტრიგონომეტრიული ცხრილების გამოყენებას, საპრეზენტაციო ფაილის დამზადებას, პროექტორის გამოყენებას
- საჭირო რესურსები: საზომი ლენტი, საწერი ფურცლები, ფანქრები, კალმები, კუთხის მზომი ხელსაწყო, კალკულატორი, ბრადისის ცხრილები, კომპიუტერი, პროექტორი
- პროექტის მსვლელობა:
1. დღე: ვიხსენებთ ფიგურათა მსგავსებას, ვხსნით ამოცანებს სამკუთხედების მსგავსებაზე
2. დღე: ვიხსენებთ ტრიგონომეტრიულ ფუნქციებს: განმარტებებს, მნიშვნელობებს
3. დღე: ვხსნით სინუსების თეორემას და ვიყენებთ მას ამოცანების ამოხსნისას
2. დღე: ვიხსენებთ ტრიგონომეტრიულ ფუნქციებს: განმარტებებს, მნიშვნელობებს
3. დღე: ვხსნით სინუსების თეორემას და ვიყენებთ მას ამოცანების ამოხსნისას
4. დღე: გავდივართ სკოლის შენობიდან , ვზომავთ სკოლის მახლობლად მდებარე ტაძრის მახლობლად ორ მოსწავლეს შორის მანძილს, მათგან ტაძრის გუმბათამდე დახრის სავარაუდო კუთხეებს , ფურცელზე ვხაზავთ სავარაუდო ნახაზს მიღებული მონაცემებით, მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას საჭირო გამოთვლები აწარმოონ სახლში და მოამზადონ პრეზენტაცია
5. დღე: ვაკეთებთ პრეზენტაციას
10. საგნებთან კავშირი: მათემატიკა: გაზომვების წარმოება, მასშტაბირება, თეორემების და ფორმულების ცოდნა-გამოყენება, ცხრილებით სარგებლობა.
ინფორმატიკა: ინტერნეტი, პრეზენტაცია, ბლოგი.
ინფორმატიკა: ინტერნეტი, პრეზენტაცია, ბლოგი.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ინგა ვანიშვილი- ხოხაშვილი,ვარიანის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.
13. პროექტის ვებ-გვერდი:
Подписаться на:
Сообщения (Atom)