пятница, 8 марта 2013 г.

პროექტი-სინუსების თეორემა


  1. პროექტის სახელწოდება:  ,, მიუწვდომელ ადგილებამდე მანძილების გაზომვა“
  2. პროექტის იდეა: მოსწავლეებმა  შეძლონ მიუწვდომელ ადგილებამდე მანძილების გაზომვა
  3. პროექტის აქტუალობა:  ადამიანებს არ შეუძლიათ მაღალი შენობების, ეკლესია-მონასტრების, მთების  სიმაღლის დადგენა, მდინარეების,  ტბების,  ჭაობების სიგანის დადგენა
  4. პროექტის მიზნები:  მოსწავლეებმა შეძლონ მათემატიკის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკულად რეალიზება
  5. მონაწილეთა  ასაკი:  14-16 წელი, IX-X კლასები
  6. ხანგრძლივობა;   1 კვირა
  7. მოსალოდნელი შედეგები:  მოსწავლეები შეძლებენ ნებისმიერი მიუწვდომელი მანძილების გაზომვას, მათემატიკური დიდი  საზომი ხელსაწყოების ხმარებას, მათემატიკური გამოთვლების წარმოებას, ტრიგონომეტრიული ცხრილების გამოყენებას, საპრეზენტაციო ფაილის დამზადებას, პროექტორის გამოყენებას
  8. საჭირო რესურსები:   საზომი ლენტი, საწერი ფურცლები, ფანქრები, კალმები, კუთხის მზომი ხელსაწყო, კალკულატორი, ბრადისის ცხრილები, კომპიუტერი, პროექტორი
  9. პროექტის მსვლელობა:  

1. დღე: ვიხსენებთ ფიგურათა მსგავსებას, ვხსნით ამოცანებს სამკუთხედების მსგავსებაზე
2. დღე: ვიხსენებთ ტრიგონომეტრიულ ფუნქციებს: განმარტებებს, მნიშვნელობებს
3. დღე: ვხსნით სინუსების თეორემას და ვიყენებთ მას ამოცანების ამოხსნისას
4. დღე: გავდივართ სკოლის შენობიდან , ვზომავთ სკოლის მახლობლად მდებარე ტაძრის მახლობლად ორ მოსწავლეს შორის მანძილს, მათგან ტაძრის გუმბათამდე დახრის სავარაუდო კუთხეებს , ფურცელზე ვხაზავთ   სავარაუდო ნახაზს მიღებული მონაცემებით, მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას საჭირო გამოთვლები აწარმოონ სახლში და მოამზადონ პრეზენტაცია
5. დღე: ვაკეთებთ პრეზენტაციას
10. საგნებთან კავშირი:  მათემატიკა: გაზომვების წარმოება, მასშტაბირება, თეორემების და ფორმულების ცოდნა-გამოყენება, ცხრილებით სარგებლობა.
ინფორმატიკა: ინტერნეტი, პრეზენტაცია, ბლოგი.
11. პროექტის ხელმძღვანელი:  ინგა ვანიშვილი- ხოხაშვილი,ვარიანის საჯარო სკოლის მათემატიკის   მასწავლებელი.
12. .პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: ingula2508@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი: